ტორესი: "ყოველთვის მივესალმები ისეთი გუნდისგან ინტერეს, როგორიც "ბარსაა"

ტორესი: "ყოველთვის მივესალმები ისეთი გუნდისგან ინტერეს, როგორიც "ბარსაა"

ესპანელი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი მადლიერია იმით, რომ მისადმი ინტერესი კატალონიის "ბარსელონამ" გამოიჩინა. ტორესის თქმით, იგი ყოველთვის მიესალმება ისეთი კლუბის ინტერესს, როგორიც "ბარსელონაა", რომელიც ადრეულ წლებშიც უკავშირდებოდა მას, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იყო. ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში" დაბრუნებამ უფრო რეალური გახადა ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში. თუმცა ფერნანდომ განაცხადა: "ჩემი სამომავლო გეგმები მხოლოდ და მხოლოდ "ჩელსისთან" არის დაკავშირებული".

მიუხედავად ამ ყველაფრისა, პორტუგალიელი სპეციალისტი კონფედერაციის თასის დასრულების შემდეგ აპირებს შეხვდეს ტორესს ამ საკითხთან დაკავშირებით და გაესაუბროს მას. მოურინიოს თქმით ისინი ერთად გადაწყვიტავენ მის სამომავლო გეგმებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.