”ბარსელონა” ”ჩელსის” 17 წლის ფეხბურთელის შეძენას აპირებს

”ბარსელონა” ”ჩელსის” 17 წლის ფეხბურთელის შეძენას აპირებს

”ჩელსის” 17 წლის ნახევარმცველი, რუბენ ლოფტუს-ჩიკი, შესაძლოა, ”ბარსელონაში” გადმობარგდეს, იტყობინება ესპანური პრესა.
კატალონიური კლუბის სკაუტები გაოცებულნი დარჩნენ ახალგაზრდა ფეხბურთელის თამაშით ”მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ლონდონელთა და მანჩესტერელთა შორის რამდენიმე დღის წინ გამართული იქნა ამხანაგური შეხვედრა.

”ბარსელონა” უკვე დიდი ხანია აკვირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს. 2013 წლის დასაწყისში ”ლურჯებმა” ლოფტუს-ჩიკთან იუნიორული ხელშეკრულება გააფორმეს, თუმცა ეს კატალონიელთა ხელმძღვანელობას არ აშინებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.