პიკე: "მოურინიომ ატმოსფერო ესპანეთის ნაკრებში ძალიან დაძაბა"

პიკე: "მოურინიომ ატმოსფერო ესპანეთის ნაკრებში ძალიან დაძაბა"

"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ განაცხადა, რომ "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედა.

"ყველა მოთამაშის ზრდასრულობისა მჯეროდა. მაგრამ ერთ მომენტში სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ჩვენ, ყველანი თითქმის ზღვარს გადავედით. მოურინიომ ლამის მოახერხა გუნდის დანგრევა, ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო.

ბოლოს ყველანი გონს მოვეგეთ და ვთქვით "გვეყო". მაგრამ ეს ყველაფერი არა მოურინიომ, არამედ იმ ფეხბურთელებმა შეწყვიტეს, რომელთაც იმის გამბედაობა ეყოთ, რომ ეღიარებინათ თავიანთი გაცხარება.

ამ ყველაფერში ჩვენც შევიტანეთ საკუთარი წვლილი." - განაცხადა პიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.