ლუის ალბერტო "ლივერპულში" 8 მილიონ ევროდ გადავა

ლუის ალბერტო "ლივერპულში" 8 მილიონ ევროდ გადავა

ინგლისური "ლივერპული" უკვე მოელაპარაკა ესპანურ "სევილიას" ახალგაზრდა ლუის ალბერტოს ტრანსფერის თაობაზე, რომელმაც გასული სეზონი არენდის წესების თანახმად "ბარსელონას" სარეზერვო გუნდში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. 

წყაროს ინფორმაციით "ბარსელონას" ჰქონდა უფლება იმისა, რომ ფეხბურთელი გამოესყიდა ამაში კლუბს მხოლოდ 3,5 მილიონი ევროს გადახდა მართებდა, თუმცა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა იჯარით შეძენილი ფეხბურთელის გამოსყიდვაზე.
20 წლის ფეხბურთელში "მერსესაიდელები" 8 მილიონს გადაიხდიან. ფეხბურთელი კი 4 ან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იტყობინება, Estadio Deportivo.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლუის ალბერტომ 38 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარის 11-ჯერ დალაშქვრასთან ერთად 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.