”ვალენსიამ” ბარტრას დაუმიზნა

”ვალენსიამ” ბარტრას დაუმიზნა

”ბარსელონას” მცველი, მარკ ბარტრა ”ვალენსიის” ინტერესების სფეროში მოხვდა.
”ღამურებს” უკანა ხაზის გასაძლიერებლად არაერთი ვარიანტი აქვთ, თუმცა ამჟამად, მარკის შესაძლო გადასვლა ”ვალენსიაში” ერნესტო ვალვერდეს ყველაზე პრიორიტეტულად მიაჩნია.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა მარკ ბარტრასთან კონტრაქტის გახანგრძლივების მოლაპარაკებები წამოიწყო. კატალონიური კლუბის პირობების თანახმად, ახალი ხელშეკრულება კიდევ 4 წლით იქნება გათვლილი. ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების ამჟამინდელი კონტრაქტი კი 2014 წელს იწურება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ”ვალენსიის” გარდა მარკ ბარტრა არაერთი ინგლისური კლუბის ინტერესების სფეროში მოხვდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.