გულშემატკივრება მოურინიოს და რონალდუს, ჰაინკესი და მესი ამჯობინეს

გულშემატკივრება მოურინიოს და რონალდუს, ჰაინკესი და მესი ამჯობინეს

ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ Kicker ჩაატარა გამოკითხვა, სადაც დასმული იყო ორი კითხვა: თუ ვინ არის 2012/13 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი და ამავე სეზონის, საუკეთესო ფეხბურთელი. გერმანელი გულშემატკივრების აზრით, სეზონის საუკეთესო მწვრთნელი მიუნხენის ”ბაიერნის” ყოფილი დამრიგებელი, იუპ ჰაინკესია. რაც შეეხება, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ამ გამოკითხვა არგენტინელი სუპერვარსკვლავის გამარჯვებით დასრულდა.

ჰაინკესმა გამოკითხვაში მიღებულ მონაწილეთა ხმების 60,5% მიიღო. მეორე ადგილზე დორტმუნდის ”ბორუსიის” მწვრთნელი, იურგენ კლოპი გავიდა ხმების 21,8%-ით. ხოლო მესამე ადგილი ”რეალ მადრიდის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაიკავა ხმების 7,7%-ით.
2012/13 წლების საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში, სხვაობა პირველსა და მეორე ადგილს შორის უფრო დიდი აღმოჩნდა. არ არის გასაკვირი, რომ ამ გამოკითხვის გამარჯვებული ლიონელ მესი გახდა. მან გამოკითხვაში მიღებულ მონაწილეთა ხმების 67,4% მიიღო. მეორე ადგილი პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ დაიკავა ხმების 11,7%-ით. ხოლო სამეული მიუნხენის ”ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა დახურა ხმების 7%-ით.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.