როსელი სუბისარეტასთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს
ესპანური პრესის თანახმად, "ბარსელონას" ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა ერთი წლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. კლუბის პრეზიდენტი, სანდრო როსელი არ აპირებს სუბისარეტასთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებას, რადგანაც იგი უკმაყოფილოა მისი მუშაობით და იმით, რომ ტიაგო ალკანტარას და კრისტიან ტელიოს გამოსასყიდი თანხები 18 მილიონი და 10 მილიონი ევროა.
გარდა ამისა როსელი უკმაყოფილოა იმითაც, რომ "ბარსელონამ" ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ცენტრალური მცველის შეძენა. ტიტო ვილანოვამ ხელმძღვანელებს მცველის შეძენის თხოვნით უკვე არაერთხელ მიმართა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]