"მილანს" კრკიჩის გუნდში შენარჩუნება სურს

"მილანს" კრკიჩის გუნდში შენარჩუნება სურს

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიურ "მილანს" გადაწყვეტილი აქვს, რომ ესპანელი ბოიან კრკიჩი კლუბში შეინარჩუნოს. ამ უკანასკნელმა გასული სეზონი "მილანში" არენდის წესების თანახმად გაატარა. 

იტალიური კლუბი კი ორ ვარიანტს განიხილავს. ვარიანტი არენდით დატოვება ან ფეხბურთელის გამოსყიდვა 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ამ ინფორმაციას, Catradio sport ადასტურებს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი იწერებოდა, რომ "მილანი" ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებდა. 

ბოიანმა "მილანის" შემადგენლობაში 19 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.