დღის სატრანსფერო სიახლეები

დღის სატრანსფერო სიახლეები

DailyMail: "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე შეუთანხმდა ტიაგო ალკანტარას. ამ ინფორმაციას სხვა და სხვა გამოცემებიც იუწყებიან.

Marca: ფრანგი მცველი, ერიკ აბიდალი ახლოს არის "მონაკოში" გადასვლასთან.

Sport: "იუნაიტედი" ტიაგოს სანაცვლოდ კატალონიელებს 20 მილიონ ევროს სთავაზობს.

AS: მოურინიო არ დაუშვებს ხუან მატას "ბარსელონაში" გაშვებას.

El Mundo Deportivo: დანიაში ხშირად საუბრობენ აგერის "ბარსელონაში" გადასვლასთან დაკავშირებით.

El Mundo Deportivo: ჟერემი მატიე "ვალენსიასთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ვარიანტი დაცვის გასაძლიერებლად გამოირიცხა.

El Mundo Deportivo: კატალონიელებს, რაც შეიძლება სწრაფად სურთ ცენტრალური მცველის შეძენა. არის რამდენიმე კონკრეტული ვარიანტიც, რაზეც უკვე აქტიურად დაიწყეს ხელმძღვანელებმა მუშაობა.

SkySports: "ბარსელონამ" ფერნანდო ტორესზე ნადირობა დაიწყო. ისინი აპირებენ გუნდიდან დავიდ ვილიას გაშვებას და მის შემცვლელად ფერნანდოს მოყვანას. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელებს სწორედ ესპანელი მოთამაშის სახით სურთ, ცენტრალური თავდასხმის გაძლიერება.

SkySports: პიანიჩი მოხარულია "ბარსელონას" ინტერესით, თუმცა იგი "რომაში" რჩება.

Isport: "ბარსელონა ბ-ს" ფორვარდმა, ლუის ალბერტომ დაადასტურა "ლივერპულში" გადასვლა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.