სკოლარი: ”ნეიმარი ”ბარსელონის” მიერ გადახდილი 57 მილიონიდან, თითოეული ცენტი ღირს”

სკოლარი: ”ნეიმარი ”ბარსელონის” მიერ გადახდილი 57 მილიონიდან, თითოეული ცენტი ღირს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ კიდევ ერთხელ შეაქო ”ბარსელონას” თავდამასხმელი, ნეიმარ და სილვა. ივნისის დასაწყისში კატალონიელთ პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ განაცხადა, რომ ”ბლაუგრანამ” ”სანტოსის” თავდამსხმელში 57 მილიონი ევრო გადაიხადა.
ნეიმარი ღირს თითოეული პენი იმ თანხიდან, რაც მასში ”ბარსელონამ” გადაიხადა.” - განაცხადა სკოლარიმ იტალიასთან მატჩის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ კონფედერაციის თასის მასპინძლებმა იტალიის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 4-2 დაამარცხეს. ამ მატჩში ნეიმარმა მოედანზე 69 წუთი დაჰყო და ერთი ულამაზესი გოლის შეგდებაც შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.