დელ ბოსკე: "ნიგერიასთან ვალდესი ითამაშებს"

დელ ბოსკე: "ნიგერიასთან ვალდესი ითამაშებს"

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კონფედერაციის გათამაშების ჯგუფური ეტაპის უკანასკნელი ტურის მატჩამდე, მეკარეების პოზიციაზე ისაუბრა. იტყობინება, AS. 

"ყველა კმაყოფილი ვერ იქნება, ამიტომ მე ვცდილობ ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა დავიჭირო. დღეს ვიქტორ ვალდესი ითამაშებს. ჩვენი გეგმის მიხედვით, ურუგვაისთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში სამივე მეკარეს უნდა მიეღო მონაწილეობა თითო მატჩში. ჩვენ გუნდში ფანტასტიური მეკარეები გვყავს." - განაცხადა, დელ ბოსკემ. 

შეგახსენებთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ესპანეთმა ნიგერიასთან მარცხი არ იწვია ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და ავტომატურად ნახევარფინალში იტალიელებს შეხვდება. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.