ებერლმა ტერ შტეგენის ტრანსფერი უარყო

ებერლმა ტერ შტეგენის ტრანსფერი უარყო

"მიუნხენგლადბახის" სპორტულმა დირექტორმა, მაკს ებერლმა გუნდის გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 

"ჩვენ ისევე, როგორც თავად ტერ შტეგენმა არაფერი არ ვიცით "ბარსელონას" ინტერესებზე და რაიმე მსგავსი სახის მოლაპარაკებებზე. სამომავლო კომენტარების გაკეთებას აზრი არ აქვს. თუ ესპანელებს ახალი ამბების მოგონება უყვართ, ეს სხვა საქმეა." - განაცხადა, ებერლმა.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ "ბარსელონა" უახლოეს პერიოდში 21 წლის ტერ შტეგენის ტრანსფერის თაობაზე განცხადებას გააკეთებდა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.