ალბა: ”ფინალი არ განმეორდება”
ესპანეთის ნაკრების წევრი, ხორდი ალბა დარწმუნებულია, რომ მის თანაგუნდელებს იტალიასთან ძალიან რთული დაპირისპირება ელით.
გუშინ ესპანეთმა ნიგერია გაანადგურა და ჯგუფური ეტაპი ქულების მაქსიმალური რაოდენობით დაასრულა (3 თამაში - 3 მოგება). შესაბამისად, ”ფურია როხამ” ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება. ყველას კარგად ახსოვს, იტალიასა და ესპანეთს შორის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი. ”ბარსელონას” განაპირა მცველი ირწმუნება, რომ შარშანდელი ფინალის შედეგი არ განმეორდება.
”ეს მატჩი იტალიასთან, აუცილებლად რადიკალურად განსხვავებული იქნება 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისგან. აქ ყველაფერი სხვანაირად წარიმართება.” - განაცხადა ალბამ.
ესპანეთსა და იტალიას შორის გასამართი მატჩი ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი. პარალელურ ნახევარფინალში კი ერთმანეთს ბრაზილია და ურუგვაი დაუპირისპირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]