მესიმ ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს 10 მილიონი გადაუხადა

მესიმ ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს 10 მილიონი გადაუხადა

ესპანური გამოცემა La Vanguardia იტყობინება, რომ "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლიონელ მესიმ ესპანეთის საგადასახადო ორგანოებს დამატებითი თანხა გადაუხადა. თანხის ოდენობა 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ამბობენ, რომ ფეხბურთელი ამ საქციელით იმ სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს, რომელშიც ბოლო დროს იმყოფება. შეგახსენებთ, რომ მესი ოფიციალურად დაადანაშაულეს 2007-2009 წლებში გადასახადების დაფარვაში.

პირველი სასამართლო სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით 17 სექტემბერს შედგება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.