კუმანი: ”გუარდიოლას მესი დააკლდება”

კუმანი: ”გუარდიოლას მესი დააკლდება”

”ფეინოორდის” მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი თვლის, რომ პეპ გუარდიოლას ლიონელ მესი დააკლდება, ვინაიდან ”ბაიერნში” არ არის ლეოსნაირი ფეხბურთელი. 
"ბარსელონაში” პეპს ლიონელ მესი ჰყავდა, რომელსაც მარტოს შეეძლო თამაშის ბედის გადაწყვეტა. ჩემი აზრით, ”ბაიერნში” ასეთი ფეხბურთელი არ არის, თუმცა ამავდროულად პეპმა ჩაიბარა გუნდი, ფანტასტიური შემადგენლობით. ამის გარდა, მიუნხენელებს ნამდვილად არ აქვთ ეკონომიკური პრობლემები. მათ უამრავი კარგი ფეხბურთელის შეძენა შეუძლიათ. არ შემიძლია არ ავღნიშნო, უკვე ”ბაიერნის” მოთამაშე - მარიო გიოტცე.” - განაცხადა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ კუმანი და გუარდიოლა ერთად იცავდნენ ”ბარსელონას” ღირსებას 1990-დან 1995 წლამდე.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.