კრუიფი: „ტიაგოს მომავალი „ბარსას“ გეგმებზეა დამოკიდებული“

კრუიფი: „ტიაგოს მომავალი „ბარსას“ გეგმებზეა დამოკიდებული“

ჰოლანდიელმა ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა, ტიაგო ალკანტარას სწორი გადაწყვეტილების მიღება ურჩია და განაცხადა, რომ ტიაგომ "ბარსელონა" უნდა დატოვოს, თუ კლუბში მას გარანტიას არ მისცემენ, რომ ძირითად შემადგენლობაში ხშირად გამოჩნდება.

ალკანტარას კლუბიდან აბარგებაზე ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, ერთ-ერთი ვარიანტი ტიაგოსთვის "მანჩესტერია", 22 წლის ფეხბურთელს ნოუ კამპის დატოვება უნდა. ევროპის ჩემპიონს სურს, რომ მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს, რათა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავროს.

"ეს ყველაფერი დამოკიდებულია "ბარსელონას" გეგმებზე. თუ პატარა შანსი არსებობს იმისა, რომ ის ძირითად შემადგენლობაში ეტაპობრივად გამოჩნდება, მან კატალონიური კლუბი უნდა დატოვოს. თუ მას იმის გარანტიას მისცემენ, რომ ძირითად შემადგენლობაში ხშირად გამოჩნდება, მაშინ უნდა დარჩეს. ეს მარტივი რეალობაა.".

"ტიაგოს აქვს უდიდესი შესაძლებლობები და მათი დახვეწა კვლავ შეუძლია, რადგან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. იმედია, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მის სასიკეთოდ მოხდება" -განუცხადა კრუიფმა Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარას "ბარსასთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.