კარლოსი: ”პერესმა ნეიმარის გადმობირება მთხოვა”
”ანჟის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და ამჟამად, თურქული ”სივასპორის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო კარლოსმა ბრაზილიურ პრესის წარმომადგენლებთან აღიარა, რომ ნეიმარის ”რეალში” ტრანსფერს ცდილობდა. რობერტო კარლოსის თქმით, ამ საქმის მოგვარება მას მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა სთხოვა.
"ყველაფერი გავაკეთე, რაც ჩემ ძალებს ექვემდებარებოდა, რომ ნეიმარი მადრიდის ”რეალში” მეხილა, თუმცა თავად ფეხბურთელს თავიდანვე ”ბარსელონაში” თამაში უნდოდა” - განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელ ვარსკვლავში 57 მილიონი ევრო გადაიხადა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]