კლუბი მზად არის სანჩესზე შემოთავაზებები განიხილოს
”ბარსელონა”, დიდი ალბათობით, კლუბიდან არ გაუშვებს 24 წლის ჩილელ თავდამსხმელს, თუმცა კატალონიელები მზად არიან ალექსის სანჩესის თაობაზე შემოსული შემოთავაზებები განიხილონ, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS.
”ბლაუგრანა” მზად არის გაყიდოს ჩილელი თავდამსხმელი, თუ პოტენციური მყიდველი მასში 20-25 მილიონ ევროს გადაიხდის. აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად კი სანჩესი არაერთი გრანდის ინტერესეფის სფეროში მოხვდა, თუმცა მისი შეძენის მთავარ კანდიდატად მაინც ტურინის ”იუვენტუსი” მიიჩნევა.
2012/13 წლების სეზონში ჩილელმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ამ თამაშების განმავლობაში მან მოახერხა 8 გოლის გატანა და 9 შედეგიანი გადაცემის გაკეთება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]