ინიესტა: "რთულია რამდენიმე თვე მწვრთნელის გარეშე მუშაობა"

ინიესტა: "რთულია რამდენიმე თვე მწვრთნელის გარეშე მუშაობა"

კატალონიის "ბარსელონას" 29 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კლუბის მთავარ მწვრთნელზე ტიტო ვილანოვაზე და მის მომავალზე ისაუბრა. იტყობინება, El Mundo Deportivo. 

თავდაპირველად ინიესტამ საუბარი საკუთარ პოზიციაზე დაიწყო

"კომფორტულად ვგრძნობ საკუთარ თავს ნახევარდაცვაში, ეს ჩემი მშობლიური პოზიციაა. და მე ამას ყოველთვის ვამბობდი. ეს არის ნათელი, როდესაც ხედავ, რომ ხალხი (ტიტო ვილანოვა და ერიკ აბიდალი - მაგ.) უბრალოდ სამაგალითონი არიან. ძალიან რთულია რამდენიმე თვე მწვრთნელის გარეშე მუშაობა. ჩემი ზრახვები - გავაგრძელო თამაში "ბარსელონაში" და კარიერაც სწორედ აქ დავასრულო." - განაცხადა, ანდრესმა. 

აქვე გეტყვით, რომ ანდრეს ინიესტა ამ მომენტისათვის ბრაზილიაში იმყოფება და საკუთარ პარტნიორებთან ერთად ტურნირის მასპინძელთან ფინალისათვის ემზადება. ფინალი კი კვირას გაიმართება.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.