ნეიმარი და ალვესი – კონფედერაციის თასის მფლობელები
მარაკანას ლეგენდარულ მოედანზე გამართულ კონფედერაციის თასის ფინალურ შეხვედრაში, "ბარსელონას" რვა ფეხბურთელი სტარტო შემადგენლობაშივე მოგვევლინა. ბრაზილიის ნაკრებში ნეიმარი და ალვესი ასპარეზობდნენ, ხოლო ესპანეთის ღირსებას პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, ალბა და პედრო იცავნენ. "ბარსას" ფესხბურთელებიდან, მატჩში ასევე მონაწილეობა მიიღო დავიდ ვილიამ, რომელმაც მატჩის მეორე ნახევარში ფერნანდო ტორესი შეცვალა.
მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიური კლუბის ახალწვეული, ბრაზილიელი ნეიმარი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნეიმარის ანგარიშზე ოთხი გოლი და რამდენიმე საგოლე გადაცემაა.
აღსანიშნავია ასევე ნეიმარის მიერ გატანილი შესანიშნავი გოლი, რომელიც ბრაზლიელმა ოსკარის პასის შემდეგ გაიტანა. რაც შეეხება პირველ გოლს, ბრაზილილები ფრედმა მატჩის დებიუტშივე მეორე წუთზე დააწინაურა.
ფინლი საკმაოდ ცუდი გამოდგა ჩავისა და ინიესტასთვის, მათ ბრაზილიელების ზეწოლის გამო ვერ მოახერხეს თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება და სასურველი შედეგის ჩვენება. რაც შეეხება "ბარსას" კიდევ ერთ ფეხბურთელ პედროს, მას პირველ ტაიმში გოლის გატანის არაჩვეულებრივი შანსი ჰქონდა, თუმცა დავიდ ლუიზმა ბურთის კარში გასვლას ხელი შეუშალა.
საბოლოოდ, ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს 3–0 სძლია და ზედიზედ მესამედ დაეუფლა კონფედერაციის თასს (2005, 2009, 2013).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]