ჩავის რეაქცია რამოსის თერთმეტმეტრიანზე

ჩავის რეაქცია რამოსის თერთმეტმეტრიანზე

 53-ე წუთისთვის ესპანეთის ეროვნული ნაკრები უკვე 3 ბურთის სხვაობით მარცხდებოდა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან. თუმცა "ფურია როხას" მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი მიეცა, როდესაც მარსელოსა და ხესუს ნავასის ეპიზოდი სამხრეთამერიკელების კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანით დასრულდა.

 ყველასთვის გასაოცრად, მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა მცველმა, სერხიო რამოსმა, რომელიც წესების დარღვევის ეპიზოდში მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს იმყოფებოდა, თანაგუნდელებთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, გადაწყვიტა თერთმეტმეტრიანის შესრულება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამის გაკეთება ესპანეთის ნაკრებში ძირითადად ჩავის ან ტორესს ევალებათ ხოლმე. პრეტენზია ამ ორი ფეხბურთელიდან არც ერთს არ გამოუთქვამს, მაგრამ ოპერატორებმა საინტერესო კადრი დაიჭირეს. ნაკრების ვიცეკაპიტანმა, ჩავიმ ამჯობინა არ ენახა თუ როგორ არტყამდა თანაგუნდელი, მას შემდეგ რაც მან დაინახა მისი გამორბენი.

[media=http://www.youtube.com/watch?v=JEdc5F1PbhA]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.