ალკანტარა "ბარსელონას" განაცხადში მოხვდა, "ვოლერენგოსთან" მატჩისათვის
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა, რომელსაც მომავალს ინგლისურ "მანჩესტერ იუნაიტედში" უკავშირებდნენ, კლუბის განაცხადში იქნება 27 ივლისს გასამართი ამხანაგური შეხვედრისას, "ვოლერენგოსთან" მატჩში.
კატალონიური კლუბის განაცხადში თითქმის ყველა ლიდერი მოხვდება ლიონელ მესის, ხავიერ მასკერანოს, ადრიანოს, ალექსის სანჩესის, სონგისა, კრისტიან ტელიოსა და სხვების ჩათვლით. ამჟამად კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ანდრეს ინიესტას, ჩავი ერნანდესის და ნეიმარის მოხვედრა, რომლებმაც კონფედერაციის თასი გუშინ დაასრულეს.
შეგახსენებთ, რომ ბევრი ბრიტანული და არამხოლოდ ბრიტანული წყაროს ინფორმაციით ტიაგო ალკანტარა უახლოეს პერიოდში "მანჩესტერში" ოფიციალურად უნდა გადასულიყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]