ნეიმარი: ”ახლა, წარმატებებს ”ბარსელონაში” უნდა მივაღწიო”
”ბარსელონას” თავდამსხმელმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ მომავალ სეზონს ოპტიმისტური თვალით უყურებს, იტყობინება ესპანური პრესა.
ფეხბურთელმა ორიოდე დღის წინ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კონფედერაციის თასი მოიგო და ახლა, უფრო მაღალი მწვერვალების დასალაშქრად არის მზად.
”მიზნად ადამიანების გახარებას ვისახავ, ამისთვის საუკეთესო გზა კი ”ბარსელონას” შემადგენლობაში წარმატებების მიღწევაა. ვიმედოვნებ, რომ გუნდში ადაპტაციას მინიმალურ დროში მოვახერხებ. კატალონიელთა შემადგენლობაში თამაში დიდ გამოცდილებას შემძენს. ბედნიერი ვარ, ვინაიდან სულ მალე მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისურით ვითამაშებ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით.” - განაცხადა ნეიმარმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]