დოს სანტოსი: „სიმართლე არავინ იცის“
"ბარსელონას" ნახევარმცველმა, ჯონათან დოს სანტოსმა აღიარა, რომ მისი მომავალი კამპ ნოუს ბანაკში გაურკვეველია.
23 წლის მექსიკელისადმი ინტერესს არაერთი კლუბი ამჟღავნებს, ესენი არიან "ანდერლეხტი" და "სელტა". მაგრამ მოთამაშემ თავად დაწერა სოციალურ ქსელში, რომ მისი მომავალი კვლავ ბუნდოვანია და არ იცის რა მოხდება.
"ყველაფერი სპეკულაციაა და სიმართლე არავინ იცის", აქვეყნებს მექსიკელი სოციალურ ქსელში.
ესპანური მედიის ცნობით, ბელგიელები მზად არიან გადაიხადონ 4 მილიონი ევრო, სწორედ იმდენი რამდენიც "ბარსელონას" აწყობს, მაგრამ როგორც სჩანს ამ დროისთვის მოლაპარაკებები შეფერხებულია.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მექსიკელი მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა "ბარსელონას" პირველი გუნდის რიგებში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]