მარადონა: "ლიპის კრიტიკა არ მსურს"

მარადონა: "ლიპის კრიტიკა არ მსურს"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზები გაანალიზა. სამხრეთ ამერიკელების დამრიგებელმა ასევე განაცხადა, რომ მომავალში იტალიური "ნაპოლის" გაწვრთნას ისურვებდა. ამ კლუბთან ერთად, რომლის ღირსებასაც1984-1991 წლებში იცავდა, ის ორჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი.

"რა თქმა უნდა, ეს იტალიის ნაკრების დიდი სირცხვილია. მათ შესანიშნავი შემადგენლობით ჯგუფური ეტაპის გადალახვაც ვერ მოახერხეს. იტალიელებს შეტევაში თამაში არ გამოსდიოდათ. მათ არ ჰყავდათ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი არიან. ვფიქრობ, იტალიელებს ანტონიო კასანო დიდ დახმარებას გაუწევდა, მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ ლიპის გაკრიტიკებას. ჩემი აზრით, "სკუადრა აძურა" საიმედოდ მოქმედებდა დაცვაში, ნორმალურად გამოიყურებოდა ნახევარდაცვა, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ", - მარადონას სიტყვებს ციტირებს Football Italia.

"რამდენიმე წელი არგენტინის ნაკრების მწვრთნელობა კიდევ მსურს. მომავალში შესანიშნავი იქნებოდა "ნაპოლის" გაწვრთნა. ნეაპოლელების თამაშებს ტელევიზორით ვადევნებ თვალყურს და ძალიან არ მომწონს, რომ ტრიბუნები თითქმის ცარიელია. ეს უნდა შეიცვალოს! მე ამ კლუბში 7 წელი გავატარე. "ნაპოლი" სამუდამოდ იქნება ჩემს გულში. ახლა, როდესაც იტალია ტურნირს გამოეთიშა, ვფიქრობ, რომ ნეაპოლელები არგენტინას უგულშემატკივრებენ", -განაცხადა მარადონამ.

წყარო: Soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.