"ბარსელონას" ფეხბურთელები რეკლამებში: ლიონელ მესი

"ბარსელონას" ფეხბურთელები რეკლამებში: ლიონელ მესი

როგორც მოგეხსენებათ Barcamania.ge-ზე დაიწყო ახალი პროექტი. ჩვენ გთავაზობთ რეკლამებს, სადაც გადაღებულნი არიან "ბარსელონას" ფეხბურთელები. თქვენ უკვე იხილეთ სარეკლამო რგოლები ტიერი ანრის მონაწილეობით (ვისაც არ უნახავს, შეუძლია ნახოს აქ). ახლა კი ლიონელ მესის დრო მოვიდა. მესის მართლაც რომ უხვად აქვს გადაღებული რეკლამები, რამაც იგი ორმაგად პოპულარული გახადა.

 

ლიონელ მესის უხვად აქვს გადაღებული adidas–ის რეკლამები. გთავაზობთ პირველ მათგანს. არგენტინელი ვარსკვლავი ზის პატარა რესტორანში და ელოდება თუ როდის მოუტანენ შეკვეთილ საჭმელს. დიდი ხანი ლოდინის შემდეგ იგი გადაწყვეტს გააკეთოს კარები სამარილე და საპილპილეთი და დაიწყებს ხელით ფეხბურთის თამაშს.

 

 

ლიონელ მესიმ გადაწყვიტა გადაეღო adidas–ის რეკლამა, ზინედინ ზიდანთან ერთად.

 

 

ეს არის adidas–ის ახალი რეკლამა, რომელიც მომზადდა სპეციალურად 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ვიდეოში მონაწილეობენ ლიონელ მესი, მისი თანაგუნდელი დავიდ ვილა და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი.

 

 

adidas–ის კიდევ ერთი რეკლამა, სადაც ლიონელ მესი გვიამბობს თავის თავზე. იგი ამბობს: "ჩემი სახელია ლიონელ მესი და ეს არის ჩემი ისტორია. როდესაც შემისრულდა 11 წელი, მქონდა სიმაღლესთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა უფრო ბევრს ვმოძრაობდი და და ვიყავი ძალიან მარჯვე. მე ვისწავლე ბურთით მიწაზე თამაში იმიტომ, რომ ეს ჩემთვის ძალიან კომფორტული იყო. ახლა ვიცი, რომ რაიმე ცუდი შეიძლება კარგად გადაიქცეს."  ფანჯარაზე წარწერა: შეუძლებელი არაფერია.

 

 

ლიონელ მესიმ და ჩავიერ ერნანდესმა გადაწყვიტეს ერთად მიეღოთ მონაწილეობა adidas–ის რეკლამაში. ისინი ფეხბურთის ბურთით თამაშობენ ბოულინგს. საბოლოო ჯამში მესიმ გაიმარჯვა ანგარიშით 126:121.

 

 

ამ ვიდეო რგოლს არ ვაპირებ რაიმე შესავალი გავუკეთო. უბრალოდ გეტყვით, რომ ეს გახლავთ ავიახაზები, Air Europa–ს რეკლამა და რა თქმა უნდა მონაწილეობს ლიონელ მესი.

 

 

ეს გახლავთ გამაგრილებელი სასმელის რეკლამა ლიონელ მესის მონაწილეობით.

 

 

ლიონელ მესიმ ასევე მიიღო მონაწილეობა ჩიფსი, Ruffles–ის რეკლამაში.

 

 

ეს გახლავთ Aspire Academy–ს რეკლამა მესის მონაწილეობით.

 

 

ლიონელ მესი adidas–ის რეკლამებს არ დასჯერდა და მიიღო მონაწილეობა nike–ის რეკლამაშიც.

 

 

ლიონელ მესის ერთ–ერთი ყველაზე ახალი რეკლამა. იგი მონაწილეობს KFC-ს ვიდეო რგოლში.

 

 

Unicef–ის ახალი რეკლამა, სადაც ლიონელ მესი ამბობს: "მე ვხვდები, რომ შენ მე მბაძავ. შენ ცდილობ იგივე მოძრაობების გაკეთებას, რასაც მე ვაკეთებ. შენ ბურთით დარბიხარ ჩემსავით იქამდე, სანამ არ დაიღლები. შენ ცდილობ ირბინო ისე სწრაფად, როგორც მე. შენ მოქმედებ ისე, როგორც მე. შენ ცდილობ იყო ჩემნაირი, რაც ძალიან კარგია. ერთად, ჩვენ დავეხმარებით გაჭირვებულ ბავშვებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით"

 

 

ახლა კი გთავაზობთ გამაგრილებელი სასმელი, pepsi–ს რეკლამებს, რომლებიც გადაღებულ იქნა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების წინ. ვიდეო რგოლებში ლიონელ მესის გარდა კიდევ მონაწილეობენ: რონალდინიო გაუჩო, დეივიდ ბექჰემი, ფრანცესკ ფაბრეგასი, ტიერი ანრი, დიდიერ დროგბა ანდრეი არშავინი, კაკა, ფრენკ ლამპარდი და მომღერალი, ეიკონი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

იმედია ლიონელ მესის რეკლამებით ისიამოვნეთ. შემდეგი ზლატან იბრაჰიმოვიჩია  smile

P.S. როდესაც დაიწერა ტიერი ანრის რეკლამები, იქ არ იქნა შეტანილი რამდენიმე pepsi–ს რეკლამა, რაც აუცილებლად იქნება დამატებული.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.