პიკე: "რუნი იდეალური იქნებოდა, "ბარსელონასათვის"
კატალონიის "ბარსელონას" მცველი 26 წლის ესპანელი, ჟერარდ პიკე თვლის, რომ ინგლისელი უეინ რუნი იდეალური შენაძენი იქნებოდა ესპანეთის ჩემპიონთათვის.
28 წლის ფეხბურთელის მომავალი "მანჩესტერ იუნაიტედში" კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც კლუბი ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა დატოვა გასული სეზონის მიწურულს.
"არსენალს", "ჩელსისა" და ლიგა 1-ის ჩემპიონს "პარის სენ-ჟერმენს" აქტიური ინტერესი აქვთ ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისადმი. თუმცა "ბარსელონას" მცველი, პიკე თვლის რომ ფეხბურთელის კარგი ატრიბუტი ესპანეთში გადმოსვლა და ტიტო ვილანოვას მხარეს თამაში იქნება.
"მე ვიცი, რომ მას აქვს ყველაფერი აქვს იმისათვის, რათა მსოფლიოს სამ საუკეთესო მოთამაშეს შორის იყოს. ის კარგად მოერგება "ბარსელონას". - ამბობს პიკე, Sport-თან ინტერვიუში.
"მას შეუძლია ბევრ პოზიციას მოერგოს, საუკეთესოა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, თუმცა ჩვენ ვნახეთ მისი კარგი თამაში მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზეც. ის არის ძალიან, მრავალფეროვანი, ძლიერი, სწრაფი და დიდი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი. მე არ ვფიქრობ, რომ მას ადაპტაციის პრობლემები ექნება." - განაცხადა, პიკემ.
რუნიმ გასულ სეზონში პრემიერლიგაში 12 გოლი გაიტანა, "იუნაიტედმა" კი პრემიერლიგის მე-13 ტიტული მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]