აბიდალმა "მონაკოში" სამედიცინო შემოწმება გაიარა
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ფრანგ ერიკ აბიდალს მხოლოდ ნაბიჯიღა აშორებს მშობლიურ "მონაკოში" გადასასვლელად. ფრანგული პრესა უკვე დიდი ხანია "მონაკოს" ინტერესებზე წერს 33 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ. თუმცა საკონტრაქტო პირობებზე შეთანხმება მხარეებმა ამ დროის მანძილზე ვერ მოახერხეს. იტყობინება, Goal.
მიუხედავად ყველაფრისა დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ერიკმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება მშობლიურ კლუბთან და კონტრაქტსაც უახლოვეს პერიოდში გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდგომ 33 წლის ერიკ აბიდალმა კატალონიური "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]