აგენტი: ”აფელაი ”ბარსელონაში” ითამაშებს”

აგენტი: ”აფელაი ”ბარსელონაში” ითამაშებს”

”ბარსელონას” ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის აგენტმა, რობ იანსენმა საკუთარი კლიენტის მომავალზე ისაუბრა. 
27 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2015 წელს იწურება, თუმცა კლუბის სამწვრთნელო შტაბი უკვე აღარ ენდობა ჰოლანდიელ ნახევარცველს. ზუსტად ამიტომაც, წინა სეზონი იბრაჰიმმა ”შალკეში” გაატარა.

აფელაი ”ბარსელონაში” ითამაშებს. ხელმძღვანელობას შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა თუმცა ფაქტია, რომ იბრაჰიმი ”ბარსას” ფეხბურთელი იქნება. შემიძლია გითხრათ, რომ 15 ივლისს, როდესაც გუნდი ვარჯიშს დაიწყებს, აფელაი კატალონიელებთან ერთად დაიწყებს მზადებას.” - განაცხადა იანსენმა.
”შალკეს” შემადგენლობაშიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო იბრაჰიმმა ვერ შეძლო ძირითადში ადგილის დამკვიდრება. მან ბუნდესლიგაში 10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.