მესი: ”ბარსა” ნეიმარისთვის იდეალური კლუბია”

მესი: ”ბარსა” ნეიმარისთვის იდეალური კლუბია”

მესი ტერიტორიულად ჩიკაგოში იმყოფება, სადაც იგი უკანასკნელ საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებს. აშშ-ში ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე იგი არ შემოიფარგლა მხოლოდ მომდევნო თამაშზე საუბრით და შემდეგი სეზონის გეგმები გაამხილა. 
შემდეგი სეზონის მიზანი აბსოლიტურად ყველაფრის მოგებაა, რაშიც მონაწილეობას მივიღებთ! არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საკლუბო დონე, თუ სანაკრებო. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი ძალების მაქსიმუმი გამომეყენებინა. არ უნდა დავივიწყო, რომ შემდეგი სეზონის მიწურულს მსოფლიო ჩემპიონატია, მუნდიალის მოგება კი ჩემი აუხდენელი ოცნებაა.” - განაცხადა მესიმ და კონფერენციის ბოლოს ”ბარსას” ახალწვეულზეც ისაუბრა: ”მე მქონდა შესაძლებლობა რამდენიმე დიდებული ფეხბურთელის მხარდამხარ მეთამაშა და იმედი მაქვს, მალე ნეიმარი ერთ-ერთი მათგანი იქნება. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა ასეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში. ზუსტად ვიცი, რომ ”ბარსა” ნეიმარისთვის იდეალური კლუბია!”

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.