ინიესტა "ოქროს ფეხის" კანდიდატთა შორის მოხვდა
"ბარსელონას" ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა "ოქროს ფეხისთვის" იბრძოლებს. ეს ჯილდო მხოლოდ 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს შორის თამაშდება. სრული ათეული კი შემდეგნაირია: რონალდუ, იკერ კასილასი (რეალი), დავიდ ტრეზეგე (რივერ პლეიტი), დიდიე დროგბა (გალათასარაი), ფრენკ ლამპარდი (ჩელსი), მიროსლავ კლოზე (ლაციო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), დევიდ ბექჰემი (პსჟ კარიერის დასრულებამდე) და "ბარსას" ყოფილი ვარსკვლავი სამუელ ეტოო (ანჟი).
კენჭისყრა იხურება 7 სექტემბერს, გამარჯვებული გადაწყდება ონლაინით, ხმის მიცემის პროცესით. ხმა შეგიძლიათ მისცეთ ამ საიტზე: goldenfoot.com დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მონტე კარლოში, რამდენიმე დღის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო გასულ წელს ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მიიღო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]