"ელ ბრუხოდან" "ელ გუახემდე", 30 წელი
30 წლის წინ "ბარსელონაში" მოვიდა ფეხბურთელი, ენრიკე კასტრო გონსალესი, იგივე კინი, მოვიდა და სამარადისოდ დარჩა კულეთა გულებში. "ჯადოქარი", 1980 წლის 24 ივნისი და ისეთი შეგრძნებაა თითქოს ეს ყველაფერი გუშინ იყო. კინიმ კატალონიაში მოსვლისას განაცხადა, რომ იგი აპირებდა "ბარსელონას" შემადგენლობაში გამხდარიყო პიჩიჩი, ამ დროისათვის მას ეს ჯილდო უკვე ქონდა მოგებული 1975-76.წ.წ და 1979-80წ.წ. მან სიტყვა არ გატეხა და 1980-81წ.წ. 1981-82წ.წ. სეზონებში ორჯერ გახდა პიჩიჩი, როგორც "ბარსას" ფეხბურთელი.
30 წლის შემდეგ კი მეორე ასტურიელი, დავიდ ვილია სანჩესი შეეცდება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერ" ქომაგთა გულის მოგებას, როგორც ეს გააკეთა კინიმ, რომელთანაც მას ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა ქონდა ჯერ კიდევ ხიხონის "სპორტინგიდან" მოყოლებული. "-ის მე ძალიან დამეხმარა 16 თუ, 17 წლის ასაკში. ყველაფერს გავიღებ იმისათვის, რომ მის მემკვიდრედ მაღიარონ. პრინციპში ჩემს ადგილას ყველა ამას ისურვებდა..."
მიუხედავად იმისა, რომ "ელ გუახეს" ყოველწლიურად, სტაბილურად გააქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით გოლები არასოდეს გამხდარა "პიჩიჩი". იგი არც ბევრ გატანილ გოლს დაგვპირდა და არც ჯილდოების მოგებას, მაგრამ უთუოდ სურს, რომ თავის სახელოვან თანამემამულის გვერდით დავაყენოთ, ჩვენ კულეებმა მისი სპორტული მიღწევების წყალობით.
საინტერესოა ისიც, რომ ვილიას და კინის განსხვავებულ ცხოვრების გზაზეც არის მსგავსებები, ისინი "ბარსელონაში" მხოლოდ მეორე მცდელობით გადმოვიდნენ, ორივეს ტრანსფერს წინ გარკვეული სახის პრობლემა უძღვოდა, რომელიც ძირითადად კატალონიური კლუბის მიერ იყო გამოწვეული. ამრიგად ვილია "ბარსელონაში" 2009 წლის ზაფხულში უნდა გადმოსულიყო, მაგრამ სიტიუაცია ისე წარიმართა, რომ ეტო'ო გაცვალეს იბრაჰიმოვიჩში, რათა მუქთა ლუკმა არ ყოფილიყო იტალიელებისათვის კამერუნელი. საბედნიეროდ ერთი წლის თავზე "შეცდომა" გამოასწორეს.
გაცილებით მეტი ლოდინი მოუხდა კინს, "ბარსას" მისი ყიდვის სურვლი 1976 წელს სურდა.
"-მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" შემოთავაზება საკმაოდ თამამი და გაბედული იყო, მე მაინც ასტურიაში დავრჩი და სიმართლე ვთქვა იმედიც კი არ მქონდა, რომ ოთხი წლის შემდეგ ამ გრანდიოზულ კლუბში აღმოვჩნდებოდი. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ჩემი, როგორც ფეხბურთელის მთავარი ოცნება იყო, რომ "ბლაუგრანას" მაისური მომერგო. ახლა კი, მართალია ცოტა დავიგვიანე, მაგრამ მე აქ ვარ და აჟიტირებული ვარ." აი რა განაცხადა მან 1980 წლის 24 ივნის.
ვილიას და კინის ისტორიას შორის არის კიდევ ერთი მსგავსება, ასაკი. კინი, როდესაც "ბარსელონაში" მოვიდა 30 წლის იყო და უმრავლესობას ეჭვი ეპარებოდა ამ ტრანსფერის სარგებლიანობაში. ისინი ვინც, ასე ფირქობდნენ პირი სამუდამოდ ამოეკეტათ და ეს "ჯადოქარმა" პირველსავე სეზონში მოახერხა. ვილია 3 დეკემბერს 29 წლის გახდება, მაგრამ მისი ასაკი არავის არ აღელვებს, 30 წლის შემდეგ ფეხბურთელების "ვარგისიანობის ვადისადმი" შეხედულება შეიცვალა.
წყარო: www.elmundodeportivo.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]