ენდობა კი იბრაჰიმოვიჩს?
სტატისტიკა ჯიუტია, რომელიც აჩვენებს, რომ თავდამსხმელი განიცდის განსაზღვრულ პროგრესს.
ყველასათვის ცნობილი გამოთქმა, "ფეხბურთში ყველაფერი ხდება", და ეს კიდევ ერთხელ დასტურდება ზლატან იბრაჰიმოვიჩის მაგალითზე. უკანასკნელ ხანებში შვედის მომავალს ყველაფერს უკავშირებენ, რის წარმოდგენაც შეუძლია ადამიანთა ფანტაზიას, გარდა "ბარსელონისა". სატრანსფერო ბაზარზე პრობლემა შეიძლება იმან შექმნას, რომ მას მეორე შანსი მიეცეს.
პეპ გვადიოლამ მწვანე აუნთო ზლატანის ტრანსფერს და რამდენიმე კლუბი უკვე არის მისით დაინტერესებული. "ბარსას" მისი გაყიდვა 50+10 მილიონის სქემით სურს, რომ არ დაკარგოს ის თანხა, რაც მასში გადაიხადეს.
"მანჩესტერ სითი" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გეგმავდა, მაგრამ "ტოტენჰემი" საწინააღმდეგო აზრზე იდგა. სკანდინავიელი კი უარს იტყვის ისეთ გუნდში ასპარეზობაზე, რომელიც ევრო სარბიელზე არ გამოდის.
"მილანი" და "ინტერიც" აქტიურობენ და დიდად გახარებულები იქნებიან თუ კი შვედს შეიძენენ, მაგრამ არა ამ ფასად. თან მათ არანაირი სურვილი არ ექნებათ, რომ კატალონიელების ანგარისზე კიდევ, დამატებით 10 მილიონი ჩარიცხონ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი წარმატებას მიაღწევენ. ასეთი გარემოების გამო მადა წაერთვა "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაითედს", მათ არ სურთ, რომ თავიანთი ფეხბურთელების გასამრჯელოების მეშვეობით შეიძინონ შვედი.
არის ერთი ანდაზა: "არ გვქონია ბედნიერება, მაგრამ უბედურებამ გვიშველა." "ბარსელონა" მზადაა გააჩეროს ზლატანი. იგი პეპის ინიციატივით იქნა შეძენილი, გვარდიოლა მას ენდობა და სჯერა მისი, სჯერა იმისა, რომ იმ ხარისხში ათამაშდება, რასაც ის კატალონიაში მოსვლის პირველ თვეებში აკეთებდა. მსგავსი სიტუაცია კატალონიელთათვის უცხო არ არის, 2008 წელს მსგავსი რამ სჭირდა სამუელ ეტო'ოსაც, მაშინ კლუბს განზრახული ქონდა მისი გაყიდვა, რათა ფული ეშოვა. სამუელთან საუბრის მერე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, გამოსწორდა სიტუაცია და მან უდიდესი წვლილი შეიტანა "ბარსელონას" წარმატებაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ იბრას თამაში ახალ თანაგუნდელებთან ისე უწევდა, რომ მათთან შეთამაშება არც კი მოესწრო იმიტომ, რომ ძალიან გვიან დატოვა "ინტერი". მერე მას ხელის პრობლემა ქონდა და 12 აგვისტომდე უმოქმედოდ იყო.
სეზონის წინ, მან ყველა გაგვაოცა, მეტიც მოლოდინს გადააჭარბა. მაგრამ, რაც არ უნდა დასანანი იყოს ჩემთვის, დაიწყო მისი შედეგიანობის კლება და ამ ყველაფრის განმარტება ხდებოდა სხვადასხვა მიზეზებით. გვარდიოლას ჯერ კიდევ სჯერა მისი იმიტომ, რომ მას ახსოვს ის, რომ შვედს მოსამზადებელ პერიოდში კლუბთან ერთად არ უვარჯიშია, ახალ სეზონში ყველაფერი ახლებურად იქნება, იბრაჰიმოვიჩი გაივლის მოსამზადებელ პერიოდს გუნდთან ერთად და შეგვეძლება ვთქვათ შეცდა თუ არა პეპი. იყო თუ არა შვედის ყიდვა გაუმართლებელი და პასუხი გაეცემა ყველა იმ კითხვას, რომელიც აქამდე უპასუხოდ გვაქვს.
კიდევ ის, რომ შვედი ვერ მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ახლა ის არდადეგებზეა. ის თავის ახალ სეზონს მოზღვავებული ენერგიით დაიწყებს. თავისმხრივ თავდამსხმელს სურს, რომ დაამტკიცოს "ნოუ კამპზე", რომ ის "აიაქსის", "იუვენტუსის" და "ინტერის" შემდეგ რეგრესი არ განიცდის და რომ შემთხვევით არ გაუტანია 25 გოლი იმ ჩემპიონატში, სადაც ასე უყვართ დაცვიდან თამაში.
ბოლო-ბოლო არსებობს სტატისტიკა, რომელიც სკეპტიკოსთა საწინააღმდეგოდ მოქმედებს... გარდა იმისა, რომ მან გაიტანა 21 გოლი და თუ კი, ის გააუმჯობესებს თავისს მოტივაციას 30 გოლის გატანასაც შეძლებს. და მერე, თუ კი ეს ასე მოხდება, შევძლებთ კი, ჩვენ, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკრიტიკებთ მას, იმის აღიარებას, რომ შვედი თანამედროვების ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და რომ ის "ბარსელონაში" თამაშის ღირსია?
სტატია მოამზადა მამუკა უგრეხელიძემ(busquets)
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]