საბელია: "მესი თავისუფალი უნდა იყოს და მოედანზე ის უნდა აკეთოს რაც სურს"
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ იცის თუ როგორ პირობებში შეუძლია "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის საკუთარი პოტენციალის გამოვლენა. "ალბისელეტეს" თავკაცის სიტყვებით, ამისათვის ფეხბურთელს მოედანზე სრული თავისუფლება სჭირდება. იტყობინება, სამხრეთამერიკული პრესა.
"მესიმ მოედანზე თავისუფლებით უნდა ისარგებლოს და თითოეულ სიტუაციაში ის უნდა გააკეთოს, რასაც თვითონ ჩათვლის აუცილებლად. პირადად მე მესის ვესაუბრები მესის მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობაა. მე არ მინდა მასზე ზეწოლა მოვახდინო, რადგან ეს მასთან საკმარისად მაღალია." - განაცხადა, საბელიამ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]