შვიდი დაუვიწყარი ღამე...
"ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებული 119 შეხვედრის შემდეგ დავიდ ვილია კლუბს ტოვებს. ესპანელმა ფეხბურთელმა "ბარსელონაში" გატარებული წლების განმავლობაში 48 გოლი გაიტანა და არაჩვეულებრივი მომენტებით დაგვამახსოვრა თავი.
1) "ბარსელონა" 5–0 "რეალ მადრიდი" (ლა ლიგა). 29 ნოემბერი 2010 წელი. ამ შეხვედრში დავიდ ვილიამ დუბლი შეასრულა.

2) "ბარსა" 3–1 "მანჩესტერ იუნაიტედი" (ჩ.ლ.). 28 მაისი 2011 წელი. ეს გოლი შესაძლოა ვილიას "ბარსაში" გატანილ საუკეთესო გოლადაც მივიჩნიოთ. ესპანელმა ფეხბურთელმა ვან დერ სარს შანი არ დაუტოვა და ერთ–ერთი გადამწვეტი როლი ითამაშა "უემბლიზე".

3) "რეალ მადრდიდი" 2–2 "ბარსა" (ესპანეთის სუპერ თასი). 14 აგვისტო 2011. საჭირო დროს გატანილი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გოლი.

4) "ბარსა" 5–0 "რეალ სოსიედადი" (ლა ლიგა). 19 აგვისტო 2012. თითქმის ცხრა თვიანი შესვენების შემდეგ, დავიდ ვილია დაბრუნდა, მეხუთე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე.

5) "სევილია" 2–3 "ბარსა" (ლა ლიგა). 29 სექტემბერი 2012. "სანჩეს პიხუანხე" დავიდ ვილიამ მატჩის ბედის გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

6) "ბარსა" 3–1 "ალავესი" (ესპანეთის თასი). 28 ნოემბერი 2012. დავიდ ვილამ ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რითიც 300 გოლიან მაჩვენებელს გადასცდა.
7) "ბარსა" 4–0 "მილანი" (ჩ.ლ.). 12 მარტი 2013. კიდევ ერთი არაჩვეულებრივი გოლი დავიდ ვილიას შესრულებით, რომელმაც გუნდი ორმატჩიან დაპირისპირებაში წინ გაიყვანა.

ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]