ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსა" "ლევანტეს" უმასპინძლებს
რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის 2013-14 წლების სეზონის პირველ ტურში. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ლა ლიგის პირველ ტურში, "ბარსელონა" საკუთარ მოედანზე ითამაშებდა. დღეს, კატალონიელთა მეტოქე გაირკვა - პირველ მატჩში, ვილანოვას გუნდი "ლევანტეს" უმასპინძლებს. ესპანეთის ჩემპიონატი 17 აგვისტოს დაიწყება.
ბოლო ტურში, რომელიც 17-18 მაისს გაიმართება, "ბარსელონა" "ატლეტიკოს" უმასპინძლებს.
პირველი "ელ კლასიკო", რომელსაც "კამპ ნოუ" უმასპინძლებს, 27 ოქტომბერს გაიმართება. ეს მე-10 ტურში მოხდება. განმეორებითი "კლასიკო" 23 მარტს, მადრიდში ჩატარდება.
პირველი ტურის სხვა წყვილები: ვალენსია-მალაგა; რეალი-ბეტისი; სევილია-ატლეტიკო; სოსიედადი-ხეტაფე; ვალიადოლიდი-ატლეტიკი; ოსასუნა-გრანადა; სელტა-ესპანიოლი; რაიო-ელჩე; ალმერია-ვილიარეალი.
ლა ლიგის 2013-14 წლების სეზონის "ბარსელონას" სრული კალენდარი
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]