"ბარსა ბ"-ს მცველი ლომბანი "ელჩეში" გადავიდა
"ელჩეს" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ "ბარსელონა ბ"-ს 26 წლის მცველმა, დავიდ როდრიგეზ ლომბანმა, კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მცველი "ბარსელონა ბ"-ში 2012 წელს გადმოვიდა "ხერესიდან" და მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო გუნდში.
ლომბანი "ბარსა ბ"-ში გამოცდილების მისაღებად მოვიდა, მან ამ სეზონში 33 თამაშში მიიღო მონაწილეობა, ლომბანმა მოედანზე 2859 წუთი დაჰყო.
ასტურიელი მცველი იყო "ოვედოს" ახალგაზრდული სისტემის წევრი. ის ასევე გარკვეული დრო "ვალენსიის" ახალგაზრდულ კლუბშიც ირიცხებოდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]