ბარტრა:"ბარსელონაში" მთელი ცხოვრება დავრჩებოდი"

ბარტრა:"ბარსელონაში" მთელი ცხოვრება დავრჩებოდი"

სერხი რობერტო და ბარტრა 8 ივლის ანდორაში, "ნაიკის" ბანაკში იმყოფებოდნენ. ფეხბურთელებმა ისაუბრეს თავიანთ სიტუაციაზე კლუბში და ასევე ტიაგო ალკანტარაზე.

22 წლის მარკ ბარტრამ განაცხადა, რომ ის მთლიანად კონცეტრირებულია კლუბზე: "ატარებდე "ბარსელონას" სამკერედე ნიშანს ეს უდიდესი პატივია. ჩემს ნებაზე რომ იყოს ამ კლუბში მთელი ცხოვრება დავრჩებოდი". კითხვაზე კლუბის სავარაუდო დატოვების შესახებ, ბარტრამ განაცხადა: "ჩემი აგენტი აწარმოებს მოლაპარაკებას კლუბთან და ის ეძებს საუკეთესო გზებს ჩემთვის. მე არ მისაუბრია ტიტო ვილანოვასთან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის მენდობა, რაც ყველაზე მთავარია".

სერხი რობერტომ განაცხადა, რომ იგი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის სათამაშო დროს "ბარსელონაში": "ჩემი მიზანია "ბარსელონაში" ყველა ტიტულის მოგება, მაგრამ ყველაზე დიდი პატივი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება იქნება". მან ასევე ისაუბრა თანაგუნდელებზეც: "მე ყოველთვის ვოცნებობდი ჩავის, ინიესტას და ფაბრეგასის გვერდით თამაშზე. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა ფეხბურთზე ერთნაირი შეხედულებები გვაქვს".

სერხი რობერტომ, ტიაგო ალკანტარას შესაძლო წასვლაზეც ისაუბრა: "ცხადია თუ ის წავა, მე სათამაშო დრო მომემატება, თუმცა რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელია გუნდში, კონკურეციაც მით უფრო მეტია, ეს კი კლუბისთვის სასარგებლოა". სერხი რობერტომ ასევე გამოთქვა თავისი აზრი ტიაგო სილვაზეც: "ვფიქრობ როცა ჩვენ მარკ ბარტრა გვყავს, ტიაგო სილვა გუნდში საჭირო აღარ არის".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.