”ბარსა ბ-მ” ორ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა

”ბარსა ბ-მ” ორ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა

”ბარსელონა ბ-ს” ორმა ფეხბურთელმა, პოლ კალვეტმა და დავიდ ბაბუნსკიმ დღეს კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება 2015 წლამდე გაახანგრძლივეს. ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ორივე ზემოთხსენებულმა წინა სეზონი ”ხუვენილ ა-ში” გაატარა და სერხი სამპერთან ერთად, თითოეულმა მათგანმა დაწინაურება დაიმსახურა.

პოლ კალვეტი (დაიბადა 1994 წლის, 19 აპრილს) ”ბარსელონას” 2008 წელს შეუერთდა და სამი წელი ზედიზედ ”ხუვენილ ა-ს” ლიდერად ითვლებოდა. ერთ სეზონში მან ”კადეტ ა-დან” ”ხუვენილ ა-ში” გადახტა (ხუვენილ ბ-ს გამოტოვებით), რამაც ამ ბიჭის მიმართ აღშფოთება გამოიწვია.
პოლ კალვეტის მსგავსად, ეს გადაწყვეტილება დავიდ ბაბუნსკიმაც მიიღო. მან განაცხადა, რომ ამით ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია და ”ბარსელონა” მუდამ მის გულში იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.