ჯონათან დოს სანტოსი შესაძლოა "სოსიედადში" გადავიდეს

ჯონათან დოს სანტოსი შესაძლოა "სოსიედადში" გადავიდეს

ჯონათან დოს სანტოსი შესაძლოა "რეალ სოსიედადში" ასიერ ილარამენდის შემცვლელი გახდეს. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ მადრიდის "რეალში" ოფიციალურად გადავიდა. "სოსიედადის" ხელმძღვანელობა უკვე მზად არის მოლაპარაკებები გამართოს "ბარსელონასთან", რომელშიც მექსიკელი ფეხბურთელის ადგილი ტიტო ვილანოვას გეგმებში ნამდვილად არ არის. იტყობინება, AS.

"ბარსელონას" სურს ფეხბურთელი არენდით გაუშვას და პრიორიტეტულიც სწორედ ეს არის, თუმცა დოს სანტოსი უკვე დაიღალა კლუბში მეორეხარისხოვანი როლის თამაშით და მზად არის ლა ლიგის სხვა გუნდში გადავიდეს. მისით დაინტერესებული "რეალ სოსიედადია", რომელსაც ფეხბურთელის შეძენა და არა არენდით აყვანა სურს. ანოეტაში სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ დოს სანტოსი იდეალური შემცვლელია ასიერ ილარამენდის, რომელიც "რეალში" გადავიდა. - ის ახალგაზრდაა, სტილითაც ჰგავს ახლად შენაძენ ჰარის სეფეროვიჩს, თუმცა ის გაცილებით უფრო ცენტრალურ როლს ითამაშებს. დოს სანტოსი მზად არის სან-სებასტიანზე 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდეს.

23 წლის ფეხბურთელს შემოთავაზება, ბელგიიდანაც აქვს თუმცა "რეალ სოსიედადი" მისთვის უძვირფასესი ვარიანტია, რადგან ბასკები ჩემპიონთა ლიგაზე უკვე გავიდნენ და სრული კონცენტრირება სჭირდებათ. დოს სანტოსს ახალი კლუბი კი სავარაუდოდ ოთხწლიან კონტრაქტს შესთავაზებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.