"ბარსელონა" ცენტრალურ მცველს შემდეგი კვირის ბოლომდე შეიძენს
"ბარსელონა" აპირებს მომავალი კვირის ბოლომდე შეიძინოს ცენტრალური მცველი - აცხადებს Sport.es. წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატალონიური კლუბის ინტერესებში სამი მცველი შედის ესენია: დავის ლუისი, ტიაგო სილვა და მესამე მცველი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თუმცა სრულიად შესაძლებელია რომ ეს მესამე სულაც მარკინიოსი იყოს, რომლის სატრანსფერო ფასადაც 35 მილიონ ევროს ასახელებენ და მასზე ნადირობას რამდენიმე ევროპული გრანდი აცხადებს. ცნობილი გახდა ისიც რომ სილვათი "ბარსელონა" წინა წელსაც იყო დაინტერესებული. რაც შეეხება ლუისის საკითხს ამის თაობაზე "ბარსამ" ერთხელ უკვე მიიღო უარი ინგლისური კლუბისაგან.
რაც არ უნდა მოხდეს "ბარსელონა" აპირებს მცველის ყიდვას სანამ ახალი სეზონისათვის მზადებას დაიწყებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]