ივლისის მეორე კვირა 10 სიახლით

ივლისის მეორე კვირა 10 სიახლით

მოსვლები და წასვლები, ლიგის კენჭისყრა, კლუბის ზოგიერთი სპორტსმენის აღიარება, ეს იმ ისტორიების ნაწილია, რომელიც "ბარსელონას" ცოცხალ კვირაში არის აღნიშნული. ივლისის მეორე კვირას, ფეხბურთელებთან, რომლებიც უახლოეს დროში დაბრუნდებიან ბევრი სიახლეებია მოსალოდნელი, რაც "ბარსასა" და მსოფლიოს უკავშირდება. ჩვენ კი გთავაზობთ იმ მთავარ სიახლეებს, რომლის მომსწრენნიც უკვე გავხდით.

ორშაბათი, 8 ივლისი

პრინციპიალური მოლაპარაკების შედეგად, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ დავიდ ვილია კარიერას "ატლეტიკოში" გააგრძელებდა. ასტურიელმა ფორვარდმა 48 გოლის გატანა მოახერხა "ბარსაში" ჩატარებულ 118 შეხვედრაში.

სამშაბათი, 9 ივლისი

2013/2014 ლა ლიგის სეზონის ცხრილი ცნობილი ხდება. პირველი კლასიკო, ბარსელონაში 26 ან 27 ოქტომბერს იქნება.

ლეო მესი უეფას 2012/2013 სეზონის საუკეთესო მოთამაშის ერთ-ერთი ნომინანტია. გამარჯვებული 29 აგვისტოს მონაკოში გამოვლინდება.

ოთხშაბათი, 10 ივლისი

"ბარსელონა" და "ევერტონი" ოფიციალურად შეთანხმდნენ ჟერარ დეულოფეუს არენდაზე, რომელიც 2013/2014 სეზონს ინგლისის პრემიერლიგაში გაატარებს.

პარასკევი, 12 ივლისი

სარეზერვო გუნდი გასული სეზონის შესვენების შემდეგ მოედანზე პირველად გამოვიდა პარასკევს, რათა 2013/2014 სეზონისათვის მოემზადოს

შაბათი, 12 ივლისი

კუალა-ლუმპური "ბარსელონას" პირველი, სადებიუტო ვიზიტისათვის ემზადება. კატალონიელები მეტოქედ მალაიზიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებს მიიღებენ.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.