ტიაგო სილვა: "პსჟ"-ში ვრჩები"

ტიაგო სილვა: "პსჟ"-ში ვრჩები"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" მცველმა, ტიაგო სილვამ "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა უარყო. იტყობინება, Globo.

აქამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად ტიაგო სილვა პარიზში ჩავიდა, რათა კლუბის ხელმძღვანელობა დაერწმუნებინა იმაში, რომ კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლა სურდა, თუმცა ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა უარყო.

"მე წავიკითხე გაზეთში, რომ თითქოს პარიზში ვიმყოფებოდი, რადგან კლუბთან ჩემი "ბარსელონაში" გადასვლის დეტალები მომეგვარებინა, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ეს არასდროს მოხდება, მე ვრჩები." - განაცხადა, ტიაგო სილვამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.