ტიაგო "ბაიერნში" 6 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

ტიაგო "ბაიერნში" 6 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს ოფიციალურად წარადგინა ახალი შენაძენი, ტიაგო ალკანტარა, რომელიც კატალონიის "ბარსელონადან" გერმანიაში, თავის ყოფილ მწვრთნელთან მუშაობის სურვილით გადავიდა. ალკანტარა ახალ კლუბში 6 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. იტყობინება, "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.  

"მინდა მთელი გულით მივესალმო მის გადმოსვლას "ბაიერნში". ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რათა შევძელით ამ ფეხბურთელის გაფორმება. ჩვენ მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელიც ჩვენი მწვრთნელის არჩევანია. ეს უბრალოდ დიდებულია, მწვრთნელს ბევრი ვარიანტი ექნება მისი გადმოსვლა კი კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდის." - განაცხადა პრეზენტაციაზე, რუმენიგემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.