აფელაიმ მორიგი დაზიანება მიიღო

აფელაიმ მორიგი დაზიანება მიიღო

კატალონიის ”ბარსელონას” ნახევარმცველმა, იბრაჰიმ აფელაიმ გუშინდელ ვარჯიშზე მორიგი დაზიანება მიიღო და მისი თამაში უახლოესი 2 კვირის განმვალობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გუშინდელ მეორე სესიაზე ტრავმა მიიღო და სამწუხაროდ, 1-2 კვირის გაცდენა მოუწევს. რა თქმა უნდა, ეს დაზიანება ძალიან მცირედს ხდის შანს იმისა, რომ რომელიმე კლუბმა იგი იჯარით აიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი იბრაჰიმმა იჯარის წესით "შალკე 04”-ში გაატარა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში დიდი სიამოვნებით გაატარებდა ”ბარსელონაში”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.