ნეიმარი 11 ნომერი იქნება
ნეიმარი 11 ნომერი იქნება. ამ ინფორამაციას კატალონიის ''ბარსელონას'' ოფიციალური მაღაზიის ვებგვერდი ადასტურებს.
რაც ტიაგო ალკანტარა ''ბაიერნში'' გადავიდა ყველა გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ გუნდის ახალ წვეული ნეიმარი 11 ნომრიან მაისურს მოირგებს. ეს ინფორმაცია ასევე ოთხშაბათს დღის მეორე ნახევარში კატალონიის ''ბარსელონას'' ოფიციალურმა მაღაზიამ დაადასტურა.
ნეიმარის წარდგენის დროს, მაისურს ჯერ კიდევ არ ეწერა ნომერი. დღემდე კი ეს დიდი დავის საგანი იყო. ბრაზილიელი ''სანტოსშიც'' 11 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. ახლა კი ტიაგოს გუნდიდან წასვლის შემდეგ ყველაფერი გაირკვა.
მაღაზია ბოლომდე სურპრიზად ტოვებდა ნეიმარის ნომრის გამოცხადებას. მათთვის მთავარია, რომ გულშემატკივარებმა შეიძინეს ნეიმარის ფორმები.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]