ჯონათანის აგენტი: ”ყველაფერს მომდევნო კვირაში გადავწყვიტავთ”

ჯონათანის აგენტი: ”ყველაფერს მომდევნო კვირაში გადავწყვიტავთ”

”ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევამრცველის, ჯონათან დოს სანტოსის აგენტმა, ვისენტე მონტესმა, განაცხადა რომ იგი და მისი კლიენტი კარგად გაანალიზებენ თითოეულ ვარიანტს და შესაბამისად, ყველაფერს მომდევნო კვირაში გადაწყვეტენ.

”ბარსელონამ” გუშინ კარგად გაგვაგებინა, რომ ჯონათისთვის საუკეთესო ვარიანტი კლუბის იჯარის წესით დატოვებაა. ჩვენ ვხვდებით მათ გადაწყვეტილებას და სოლიდარობას ვუცხადებთ. მართალია, რომ ჩემი კლიენტით ”რეალ სოსიედადი” ინტერესდება. ბასკთა წარმომადგენლებს უკვე ვესაუბრეთ, თუმცა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ამის გარდა, რა თქმა უნდა, კიდევ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. თითოეულ მათგანს კარგად გავაანალიზებთ და მომდევნო კვირას ყველაფერს გადავწყიტავთ.” - განაცხადა მონტესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.