"ბარსელონა" მოლაპარაკებებს ლუიზის აგენტთან აწარმოებს
კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა განაგრძობს ლონდონის "ჩელსის" მცველის ბრაზილიელი, დავიდ ლუიზის ტრანსფერზე მუშაობას. ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ გუშინ ბრაზილიელის წასვლა გამორიცხა თუმცა პრესაში მის წასვლაზე ჭორები მაინც არ წყდება. იტყობინება, Mirror.co.uk
ესპანური წყაროების ინფორმაციით "ბარსელონას" სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა მოლაპარაკებებს 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტთან, ჯულიანო ბერტოლუჩისთან აწარმოებს, რომელსაც უკვე დაუკავშირდა და კლუბის ინტერესების შესახებ ესაუბრა.
ფრანგულმა პსჟ-მ კი მიმდინარე ზაფხულს "ბარსელონა" ორჯერ აიძულა უკან დაეხია. თავიდან ტიაგო სილვაზე უარი და ტრანსფერის გამორიცხვა ხოლო შემდგომ "რომას" მცველის, მარკინიოსის ტრანსფერში დაწინაურება. ეს უკანასკნელი პსჟ-სთან კონტრაქტს უახლოეს დროში გააფორმებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]