რუბიმ შესაძლოა "ბარსელონა" ჩაიბაროს
კატალონიის "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი შესაძლოა 43 წლის ესპანელი სპეციალისტი, რუბი გახდეს, რომელიც კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბს არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ხელძღვანელობამ უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება ტიტო ვილანოვას წასვლის თაობაზე ავადმყოფობის მიზეზით. აქვე გეტყვით, რომ რუბიმ "ბარსელონასთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ერთი წლით გახანგრძლივების ფუნქციაც ახლავს.
გასულ სეზონში რუბის ხელმძღვანელობით, "ჟირონამ" სეგუნდა დივიზიონში მე-4 ადგილი დაიკავა, თუმცა ლა ლიგის საგზური ხელიდან მხოლოდ პლეი-ოფში გაუშვეს, "ალმერიასთან" მარცხის შემდგომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]