AS: ვილაშ-ბოაში, ლუის ენრიკე ან ბიელსა

AS: ვილაშ-ბოაში, ლუის ენრიკე ან ბიელსა

ტიტო ვილანოვას გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება უკვე გაკეთებულია. დღეს El Mundo Deportivo-ს მსგავსად "ბარსელონას" მომავალი მწვრთნელის კანდიდატები დაასახელა ავტორიტარულმა ესპანურმა გამოცემამ AS-მაც. 

გამოცემის ინფორმაციით ტიტო ვილანოვას მთავარ შემცვლელებად მოისაზრებიან: "ტოტენჰემის" მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში, "სელტას" ახლადმოყვანილი დამრიგებელი და ყველასათვის კარგად ცნობილი, ლუის ენრიკე და ბილბაოს "ატლეტიკის" ექს-მწვრთნელი, ამჟამად უმუშევარი გამოცდილი მარსელო ბიელსა.

"ბარსელონას" მთავარი მიზანი კი სავარაუდოდ ლუის ენრიკე იქნება, რომელიც კლუბის სტრუქტურაში როგორც ფეხბურთელის, ისევე მწვრთნელის ამპლუაშია ნამუშევარი. თუმცა "სელტა" მის გაშვებას არ აპირებს. მოსალოდნელია, რომ კატალონიელები "სელტას" ხელმძღვანელობას შესაფერის კომპენსაციასაც გადაუხდიან ლუის ენრიკეს სანაცვლოდ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.